სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი "მედ-11" არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო სამსახური საქართველოში, რომელიც მრავალი წელია უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ და ოპერატიულ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას.
შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარება "მედ-11" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმი რეანიმატოლოგის პოზიციაზე
მოვალეობები:
** კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მართვა: სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების სწრაფი შეფასება, დიაგნოსტიკა და გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების გატარება ადგილზე.
** სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია: სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია), ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (I/V), ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია და ინოტროპული მხარდაჭერა.
** სამედიცინო ტექნიკის მართვა: რეანიმობილის სპეციალური აღჭურვილობის (დეფიბრილიატორი, სუნთქვის აპარატი, ინფუზომატი და სხვ.) ეფექტური გამოყენება.
** პაციენტის ტრანსპორტირება: მძიმე და კრიტიკული პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება/ჰოსპიტალიზაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ (მათ შორის, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანა).
** რეანიმაციული ეკიპაჟის (ექთანი/ასისტენტი, მძღოლი) მუშაობის ეფექტური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა.
** დოკუმენტაციის წარმოება: სამედიცინო ფორმებისა და პაციენტის ბარათის ზუსტი, დროული შევსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (გადაუდებელი მედიცინა / კრიტიკული მედიცინა / ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია)
** სერტიფიკატი: სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია" ან "კრიტიკული მედიცინა" (დამატებითი უპირატესობა: ბავშვთა რეანიმაციის სერტიფიკატი).
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება: რეანიმაციულ განყოფილებაში, ინტენსიურ თერაპიაში ან სასწრაფო დახმარების რეანიმაციულ ეკიპაჟში.
** ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია საბაზისო კომუნიკაბელურ დონეზე).
პიროვნული თვისებები: სტრესულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე: info@med11.ge. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ რეანიმატოლოგი.
|