ვეძებთ ყურადღებიან და პასუხისმგებლობიან პირად ასისტენტს 2-ე კლასის მოსწავლისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
** სასწავლო მხარდაჭერა - ყურადღების კონცენტრაციის მართვა. ყურადღების გადატვირთვა, სასწავლო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა
** სოციალური ფასილიტაცია - კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი მართვა
** გუნდური მუშაობა - თანამშრომლური ურთიერთობა სკოლის ფსიქოლოგთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ბავშვისთვის შემუშავებული ინდივიდუალური მარტივი გეგმის შესასრულებლად
** მის გვერდით მუდმივად ყოფნა საკლასო ოთახში, კვების დროს, ეზოს აქტივობების დროს, საჭიროების შემთხვევაში პირადი ნივთების მოწესრიგებაში დახმარება
ასისტენტს უნდა შეეძლოს:
** მოკლე და მკაფიო ინსტრუქციების გამოყენება;
** ვიზუალური მხარდაჭერის ან რუტინის შექმნა;
** წინასწარი გაფრთხილებების მიცემა;
** პოზიტიური გაძლიერების გამოყენება;
** ბავშვის ქცევის მიზეზების დანახვა, არა მხოლოდ ქცევის შეჩერებაზე ფოკუსირება.
** უპირატესობად ჩაითვლება პრაქტიკული გამოცდილება ADHD-ს მქონე ბავშვებთან მუშაობა
პოზიციაზე განიხილებიან როგორც სტუდენტები, ასევე პროფესიული განათლების მქონე პირები.
სამუშაო საათები: 10:00-15:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის ინტერესების მაქსიმალური დაცვით. ასევე ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიანი ბარათი
კონტაქტი: t.Kochladze@gmail.com
ვადა: 09.09.2026
|