"Barcelona Import" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მაღაზიის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მართვა: ონლაინ სისტემაში შემოსული შეკვეთების მიღება, დამუშავება და გაწერა.
** შეკვეთების მომზადება: პროდუქციის ზუსტად და დროულად აწყობა/ჩალაგება საკურიერო მიწოდებისთვის.
** მარაგების მართვა: საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, დახარისხება და თაროებზე სუფთად/სისტემატიზებულად განთავსება.
** პროდუქციის მარკირება: პროდუქციაზე შესაბამისი ქართულენოვანი ანოტაციების/ეტიკეტების მიკვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** კომპიუტერთან და ონლაინ სისტემებთან მუშაობის საბაზისო უნარები.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება.
** გუნდურად და სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
** დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე sergilabu@gmail.com და სათაურში მიუთითოთ "ონლაინ მაღაზიის ოპერატორი"
|