კომპანია "მედეგი სთილ" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება
თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება;
** არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება;
** კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურება - ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო.
თუ მზად ხართ გახდეთ "მედეგი სთილის" გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: temodgebuadze8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.
|