მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:00 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 5, 000 ლ (გადასახადების გარეშე)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
**
ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
ვაკანსიის შესახებ
კერძო საწარმოო კომპანია ეძებს უფროს იურისტს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ მართვას სპეციფიკური რეგულაციების, აქციზური და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ქართულ კანონმდებლობასთან;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის სამართლებრივი რეკომენდაციების მომზადება ბიზნეს-სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში;
** აქციზური საქონლის წარმოებასთან, მარკირებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესების მართვა;
** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის წარმართვა და წარმომადგენლობა;
** კომპანიის ინტერესების დაცვა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვან და მაღალი რისკის მქონე მოლაპარაკებებში
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (ნასყიდობა, დისტრიბუცია, ლოგისტიკა) მომზადება და ექსპერტიზა;
** კორპორაციული დოკუმენტაციის წარმოება და შიდა რეგულაციების შემუშავება;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება;
** სამართლებრივი დავების მართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
** მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება იურისტის ან უფროსი იურისტის პოზიციაზე
** სავალდებულოა: საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** აქციზური საქონლის რეგულაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** საადვოკატო ლიცენზია (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ბიზნესის ინტერესებისა და სამართლებრივი ჩარჩოების სინთეზის უნარი;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლიანობა და ვადების მკაცრი დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrcompany@top.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — უფროსი იურისტი.
თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.
|