"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა/ორგანიზება;
** ლოჯისტიკური პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების/ახალი პარტნიორების მოძიება;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამედიცინო ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დამატებითი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის ეფექტურად მართვა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|