Робота для біженців з України
ხაზინის განყოფილების სპეციალისტი - დისტანციური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული / დისტანციური

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება
** სავალუტო გაყიდვების სტრატეგიის კოორდინაცია, სავალუტო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი
** კლიენტების ვალუტის გაცვლითი ოპერაციების ანალიზი, ბრუნვის და მარჟის დინამიკის კონტროლი და კონვერტაციებზე/ სავალუტო პროდუქტებზე მოთხოვნის შესწავლა
** ფილიალებთან აქტიური კომუნიკაცია ფასდადების და სავალუტო ბაზარზე ინფორმაციის გაცვლის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3 წლიანი გამოცდილება ვალუტის გაცვლის მიმართულებით, ფინანსურ სექტორში; კლიენტებთან მუშაობის და სავალუტო ბაზრებთან/სავალუტო პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება
** სავალუტო ბაზრების და სავალუტო პროდუქტების (მათ შორის სავალუტო რისკების დაზღვევის პროდუქტები) სიღრმისეული ცოდნა
** ტექნიკური მოთხოვნები: სასურველია Bloomberg-ის პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება, Excel, MS Office-ის ექსპერტულ დონეზე ფლობა

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარი;
** კომუნიკაბელურობა, კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა და გუნდურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა, აკურატულობა, პრინციპულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 15/08/2026.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე