საქართველოში ყველაზე დიდი სტომატოლოგიური ქსელი "ნიუ დენტი" იწვევს ადმინისტრატორებს თბილისის ფილიალებში (ვერა, საბურთალო, გურამიშვილი, პეტრიწე).
თუ ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს ადგილი შენთვისაა!
რას გააკეთებ ჩვენთან?
** იზრუნებ პაციენტებზე: შეხვედრა, რეგისტრაცია, კონსულტაცია სერვისებსა და ფასებზე.
** მართავ პროცესებს: ვიზიტების დაგეგმვა, სატელეფონო ზარების მართვა და შეხსენებები.
** მიხედავ დოკუმენტაციას: ფორმა 100-ის შევსება და ექიმებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** უზრუნველყოფ ანგარიშსწორებას: ინვოისების მომზადება და გადახდების ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი;
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე;
** ცოდნა: სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** ენები: ქართული - სრულყოფილად (წერა/მეწყველება); ინგლისური და რუსული - სასურველია.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა.
ანაზღაურება:
** დღიური განაკვეთი: 40 ₾
** დამატებით: ყოველდღიური ბონუსი გამომუშავების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილებზე: kesochachava@gmail.com | teagzirishvili20@gmail.com და სათაურში "ადმინისტრატორი"-ის მითითებით.
|