კომპანია "მეპსტერი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მექანიკური სისტემების ინჟინერ-პროექტანტის (Senior Mechanical Design Engineer) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP/HVAC/Plumbing მიმართულებით;
** AutoCAD-ის, Revit-ისა და სხვა CAD პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** HVAC სისტემების სრული საინჟინრო გათვლების, ანგარიშებისა და პროექტების მომზადების გამოცდილება;
** წყალმომარაგების სისტემების საერთო ხარჯებისა და ჰიდრავლიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** გარე საინჟინრო ქსელების პროექტირების გამოცდილება;
** ხანძარქრობისა და სახანძრო ვენტილაციის სისტემების პროექტირების გამოცდილება;
** სამომხმარებლო და სახანძრო ტუმბოების შერჩევა;
** დამოუკიდებლად ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** MEP საინჟინრო მექანიკური სისტემების პროექტირება და მოდელირება;
** სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებებთან ტექნიკური კოორდინაცია;
** საინჟინრო დიაგრამებისა და ტექნიკური სქემების მომზადება;
** ტექნიკური ანგარიშებისა და სპეციფიკაციების შედგენა;
** პროექტებიდან მასალების ჩამონათვალის (BOQ) მომზადება და დამუშავება;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან.
მდებარეობა: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 37/39
ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
** CV (რეზიუმე);
** პორტფოლიო.
ელფოსტაზე: info@mepster.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Senior Mechanical Design Engineer
|