"Galaxy Worldwide Shipping" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შემოსული ავტომობილების კონტროლზე, დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესების კოორდინაციასა და მონიტორინგზე, სისტემური აღრიცხვის სიზუსტისა და საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად წარმართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ავტომობილების მიღებისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ავტომობილების დატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესის მონიტორინგი;
** ავტომობილების მდგომარეობის ვიზუალური კონტროლი და საჭირო ინფორმაციის დაფიქსირება;
** ავტომობილების სისტემური აღრიცხვა და მონაცემების დროული განახლება;
** საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება;
** საწყობისა და ლოგისტიკის გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია;
** პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** მაღალი ორგანიზაციული უნარები;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაკვირვებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
** სამუშაო გარემო: პროფესიული, დინამიკური და განვითარების შესაძლებლობებით
თუ აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgia@galaxyshipping.com
|