კომპანია "MULTIPRIME" ეძებს თანამშრომელს
E-commerce Partnerships Manager - ის თანამდებობაზე.
ფინანსური კომპანია MultiPrime ეძებს გუნდის წევრს, რომელიც იმუშავებს პარტნიორ კომპანიებთან, შესთავაზებს მათ ციფრულ პროდუქტებს და უზრუნველყოფს E-commerce სერვისების ჩართვის პროცესის მართვას.
ძირითადი ფუნქციები:
** პოტენციურ კლიენტებთან/კომპანიებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ანალიზი და ციფრული პროდუქტების შეთავაზება
** შემოსული განაცხადების დამუშავება
** პარტნიორ კომპანიებთან და ბანკებთან პროცესების კოორდინაცია
** არსებული და ახალი მომხმარებლების მხარდაჭერა
მოთხოვნები, უნარები:
** E-commerce-ის ან ონლაინ გადახდების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების, ეფექტური კომუნიკაციისა და აქტიური გაყიდვების უნარის ქონა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.08.2026
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი დეტალური CV ელექტრონულ ფოსტაზე - job_and_vacancies@yahoo.com და მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - E-commerce Partnerships Manager დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|