Робота для біженців з України
საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ ლოჯისტიკს ინთერნეიშენალ
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის 132 ნომერი.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-17:30
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული, თურქული.);
** სასურველია, გამოცილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე office@premiumlogistics.ge და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი

გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე