Робота для біженців з України
გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვერმონტ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ვაკანსია: გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ვერმონტ ჯგუფი" ეწევა საოჯახო ავეჯის რეალიზებას, კერძოდ კი სპეციალიზებული ვართ მაღალი ხარისხის რბილი ავეჯის მიმართულებით. ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ მიმართულების განვითარებასა და გაყიდვების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა და აქტივობების დაგეგმვა.
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების მიღება.
** გაყიდვების (რეალიზების) სრული პროცესის მართვა.
** შეკვეთილი პროდუქციის მიწოდების (ლოჯისტიკის) ორგანიზება.
** არსებული ინვენტარის მართვა და ზუსტი აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ავეჯის სფეროში.
** აუცილებელია გამოცდილება გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა და მართვის მოწმობა.

დამატებითი პრივილეგია: უპირატესობა მიენიჭებათ ისანი / სამგორის რაიონში მცხოვრებ კანდიდატებს.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი თითოეული რეალიზებული პროდუქტიდან.
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
** სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: vermonttbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე