Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PP-Hub
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** აუცილებელია ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ავტომობილებისა ან ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500ლ + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: D.kobakhidze@pp.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე