Робота для біженців з України
მძღოლი/კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: კახური ღვინის მარანი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "კახური ღვინის მარანი", რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაციის სფეროში და თავისი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის/კურიერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის ცოდნა და გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** აქტიურობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობა
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** სამუშაო დავალებების დროულად და ზუსტად შესრულების უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** თბილისი-კახეთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება
** თბილისისა და გურჯაანის ფარგლებში სხვადასხვა დავალების შესრულება
** ღვინის ბოთლების, ეტიკეტების, შესაფუთი და დამხმარე მასალების წაღება და ჩამოტანა
** დოკუმენტებისა და სხვა საჭირო საბუთების დანიშნულების ადგილზე მიტანა
** ღვინისა და სხვა პროდუქციის ნიმუშების წაღება და ჩამოტანა
** თბილისის ფარგლებში სხვადასხვა კურიერული დავალების შესრულება
** გადასატანი ნივთებისა და პროდუქციის უსაფრთხოდ განთავსება და ტრანსპორტირება

კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@kgm.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე