Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
სამუშაო დრო: ორსაბათი-ხუთშაბათი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და სისტემაში ასახვა
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა პროგრამაში
** საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა
** ინვოისებისა და გადახდების დოკუმენტაციის კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება
** მონაცემთა სიზუსტის შემოწმება და კორექტირება
** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა
** ყოველდღიური ოპერაციული ფინანსური დავალებების შესრულება
** განაცხადი/ხელშეკრულების მოწესრიგება

მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სავალდებულოა ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა და ორისის ცოდნა
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილების ქონა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: career@imexcargo.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე