Робота для біженців з України
აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
მომწოდებელი: მონტესორის ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"მონტესორის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე

შემოუერთდი ჩვენს გუნდს საქართველოს "მონტესორის ცენტრში"!

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე/სრულ განაკვეთზე

სამუშაოს აღწერა: ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მოწოდებულ აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო და აქვს შესაბამისი განათლება, შესაძლოა მოგვმართონ, როგორც სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა ან სტუდენტებმა, ისე გამოცდილმა კადრებმა. როგორც აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ზრდა-განვითარებაში.

თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს:

** ბავშვების ყოველდღიური მოვლას და მეთვალყურეობას
** მონტესორის მეთოდით დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობებში დახმარებას
** ბავშვების ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას
** საკვების სერვირება და განაწილება ბავშვებისთვის
** უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნება შენობაში და საკვებ ზონაში
** ზარებზე პასუხის გაცემა და მშობლებთან ურთიერთობა
** სასწავლო მასალის თარგმნა და მცირე საოფისე დავალებების შესრულება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბავშვების გულწრფელი სიყვარული
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი პედაგოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ან მსგავს სფეროში
** მოთმინება, თანაგრძნობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** ადრეული ბავშვობის განათლების საბაზისო ცოდნა პლუსია
** ქართული ან ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.

გახდით ჩვენი მოტივირებული და ინოვაციური გუნდის ნაწილი.

განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და რამდენიმე სიტყვა თქვენს შესახებ მეილზე: lavrovesk@gmail.com სათაურით "აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი - [თქვენი სახელი]".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე