Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (5 დღე კვირაში, დღეების შეთანხმება შესაძლებელია)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის საწყობში დასაწყობება;
** ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა ან/და ჩამოტვირთვა;
** საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
** კორპორაციულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/tcUdtZx7VR
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე