Робота для біженців з України
ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართველი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** ახალი საერთაშორისო ბაზრების კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება;
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ხელშეკრულებების გაფორმება და პირობების შეთანხმება;
** უკვე არსებულ დისტრიბუტორებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** ბაზრის დეტალური ანალიზი: კონკურენტები და ფასების პოლიტიკა;
** საექსპორტო პროცესების მართვა (დოკუმენტაცია, ლოგისტიკა, კონტრაქტები);
** მოლაპარაკებების წარმოება;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით ექსპორტის მიმართულებით ბრენდის განვითარების და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საექსპორტო პროცესების ცოდნა;
** მოლაპარაკებების ძლიერი უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (C1);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტური წარდგენის უნარი

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება);
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით.

ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://lnkd.in/dAYEFpg8

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kartveli.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.08.2026 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე