Робота для біженців з України
საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ბაზარზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა 2017 წლიდან. კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება/კომუნიკაციის მართვა ონლაინ არხებში
** დაზღვეულების იდენტიფიცირება.
** სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება.
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება.
** დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Vacancy@myigg.ge და გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე