მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "გამმა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე თბილისში (ისანი, პატარძეულის 55).
შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნებია:
** საოფისე ტექნიკის (კომპიუტერი, პრინტერი და სხვ.) და პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე მარტივი საუბარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის და სოციალიზაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და პრობლემის გადაჭრის კარგი უნარი;
** დროის ეფექტური მართვა და ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფოკუსირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა.
კოორდინატორის/რეგისტრატორის ძირითადი მოვალეობები:
** იყოს გულისხმიერი თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მოსული პირებისადმი;
** უპასუხოს ტელეფონის ზარებს და სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებს;
** მიიღოს წერილები და გადაამისამართოს შესაბამის ადრესატთან;
** აწარმოოს მომსახურებების ყოველდღიური აღრიცხვა;
** დაგეგმოს კონსულტაციებისა და კვლევების განრიგი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mhc.contact.mhc@gmail.com
|