Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ბლოქსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებასა და ბრენდის განვითარების პროცესში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების განხორციელების პროცესის კოორდინაცია;
** სოციალური მედიის, ქოფირაითერის, დიზაინერების, ვიდეოგრაფებისა და სხვა ჩართული მხარეების სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** თვიური კონტენტ-კალენდრის მომზადებაში მონაწილეობა და მისი შესრულების კონტროლი;
** ფოტო და ვიდეო გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** ბეჭდური მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესის მართვა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ვებგვერდის, ონლაინ პლატფორმებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების კონტენტის განახლების კოორდინაცია;
** პარტნიორ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** მარკეტინგული აქტივობების ვადების, ბიუჯეტისა და შესრულების კონტროლი;
** სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების გაზიარება;
** ბრენდის ერთიანი საკომუნიკაციო და ვიზუალური სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ამოცანების დროული და ხარისხიანი შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის არხებისა და ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა;
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულების მართვის უნარი;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები.

განაცხადის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ: CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ელექტრონული ფოსტა: info@blox.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 14 აგვისტო, 2026

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "მარკეტინგის მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის პროცესის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე