"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას "Microsoft & Google Workspace-ის ლიცენზიების გაყიდვების სპეციალისტის" პოზიციაზე.
ხელფასი: 1, 200-2, 500 ლარი (NET) + ბონუსი (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
** Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა.
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე).
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება.
** კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში.
** გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას.
** Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
** MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი.
** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.
** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე კლიენტთან/პროექტთან ერთდროულად მუშაობის უნარი.
** Microsoft-ის ან Google-ის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|