Робота для біженців з України
რუსულენოვანი გიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი გიდი
მომწოდებელი: დე მედეჩი თრეველი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
ტურისტული კომპანია "de Medici Travel" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი გიდის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც უყვარს საქართველო, აინტერესებს მისი ისტორია და კულტურა და სურს ტურიზმის სფეროში პროფესიული განვითარება.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, შერჩეულ კანდიდატს de Medici Travel თავად გადაამზადებს, გააცნობს ტურისტულ პროგრამებსა და მომსახურების სტანდარტებს, რის შემდეგაც კანდიდატი დამოუკიდებლად გაუძღვება ტურებს.

ძირითადი მოვალეობები:

** რუსულენოვანი ტურისტებისთვის ექსკურსიების ჩატარება;
** საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა;
** ტურისტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გათვალისწინება;
** კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ტურისტული პროგრამისა და განრიგის ზუსტად შესრულება.

მოთხოვნები:

** რუსული ენის თავისუფლად ფლობა;
** გამართული მეტყველება და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლის სურვილი;
** პოზიტიური და პროფესიონალური დამოკიდებულება;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის მზადყოფნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ მომზადებასა და პრაქტიკულ სწავლებას;
** პირველი თვის ანაზღაურებას — 1500 ლარი ხელზე;
** მეორე თვიდან ანაზღაურებას — 2000 ლარი ხელზე;
** მომზადების დასრულების შემდეგ ტურების დამოუკიდებლად ჩატარებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: info@demedici-group.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "რუსულენოვანი გიდი თბილისში".
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე