Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Best Western Tbilisi City Center
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"Best Western Tbilisi City Center" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
** შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება;
** სტუმრებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** დილის ცვლაში ბუფეტური საუზმის ბუფეტის გაწყობა, შევსება და სტუმრების მომსახურება;
** საღამოს ცვლაში რესტორნის à la carte მომსახურების უზრუნველყოფა;
** რესტორნისა და საუზმის დარბაზის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის მომზადება ცვლის დაწყებამდე და მოწესრიგება ცვლის დასრულების შემდეგ;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის თავისუფლად, ხოლო ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული გარეგნობა და პოზიტიური დამოკიდებულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი კვირაში;
** დილის ან საღამოს ცვლა, ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე;
** კონკურენტული ანაზღაურება + ტიპსები;
** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: sales@bwtbilisicitycenter.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "მიმტანი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე