"Best Western Tbilisi City Center" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და გაცილება;
** სტუმრების ბარგის გადატანაში დახმარება;
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ტაქსის გამოძახებასა და ტრანსპორტირების ორგანიზებაში დახმარება;
** სასტუმროს შესასვლელისა და საერთო ტერიტორიების მონიტორინგი;
** CCTV (ვიდეოსამეთვალყურეო) კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული დაფიქსირება;
** სასტუმროს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და მორიგე მენეჯერის ინფორმირება;
** სასტუმროს შესასვლელში ავტომობილებისა და სტუმრების მოძრაობის ორგანიზებაში დახმარება, საჭიროების შემთხვევაში;
** მორიგე მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა ოპერაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სასტუმროში, მომსახურების ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის თავისუფლად, ხოლო ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
** დაკვირვების უნარი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები (2/2-ზე);
** ერთჯერადი კვება ცვლაში;
** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: sales@bwtbilisicitycenter.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბელბოი".
|