"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/
ძირითადი მოვალეობები:
** სასაწყობე ოპერაციების წარმოება
** გაყიდვების მართვა და კლიენტთა მომსახურება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების კონსულტანტი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|