Робота для біженців з України
მარკეტინგის უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
თუ გაქვს გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, "ბლუ უოთერსი" ეძებს ადამიანებს მარკეტინგის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე!

ვებგვერდი და კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია: Blue Waters

პოზიციის მიზანი:

კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/მართვა და ხარისხიანი ლიდების უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფა გაყიდვების გუნდისთვის.

ძირითადი ფუნქციები:

** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება: კომპანიის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა და მათი აღსრულების მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარება. ცნობადობის გაზრდა (როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული) დაგეგმვა, გაშვება და შედეგების შეფასება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება, კონტროლი და ROI-ს მაქსიმიზაცია;
** მარკეტინგის გუნდის მართვა, მოტივირება და მუშაობის კოორდინაცია;
** ციფრული რეკლამების (Google Ads, Meta Ads და ა.შ.) სტრატეგიული ზედამხედველობა ლიდების გენერაციისა და გაყიდვების ზრდისთვის;
** კონტენტ-სტრატეგიის გაწერა, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა ციფრული არხების კონტენტ-გეგმის გამართვა, ქოფის და ბრიფის მომზადება და აღსრულების მონიტორინგი;
** ანალიტიკა და რეპორტინგი: მარკეტინგული კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ძირითადი მეტრიკების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და სატელეფონო ლიმიტი;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური უნარები: სარეკლამო პლატფორმების და ანალიტიკური ხელსაწყოების ცოდნა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.

არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/seniormarketingmanager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე