ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით ქობულეთში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: ტარიფი - ყოველ აღებულ/ჩაბარებულ მისამართზე 2, 5 ლარი
** მისამართი: ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის 118
** სამუშაო არეალი: ქ. ქობულეთი
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით ქობულეთში" ან გადადით ბმულზე და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/9e3d26523d9d4851cf0cb3d7fdb256db.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 23 80 03.
|