Робота для біженців з України
პროექტის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
რედიქს ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

პროექტის მართვის მენეჯერის მოვალეობები მოიცავს შემდეგს:

** პროექტების მართვა დამკვეთის მხრიდან სრული ციკლის განმავლობაში დაწყებული წინასამშენებლო ფაზიდან დასრულებამდე (Pre-Construction, Construction, Handover);
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი დადგენილი ვადების, ბიუჯეტის და ხარისხის ფარგლებში;
** პროექტის სამოქმედო გეგმისა და ეტაპების განსაზღვრა და პროგრესის მონიტორინგი;
** დამკვეთის, კონტრაქტორის, ქვეკონტრაქტორების, კონსულტანტებისა და ბრენდის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია;
** სამუშაო შეხვედრებისა ორგანიზება, შეხვედრის ოქმის მომზადება და გადაწყვეტილებების მონიტორინგი;
** დიზაინის, არქიტექტურული, საინჟინრო, ინტერიერის და სხვა კონსულტანტების მუშაობის კოორდინაცია;
** ბრენდის მოთხოვნების ინტეგრირება დიზაინსა და სამშენებლო პროცესში და შესაბამისობის კონტროლი;
** პროექტის ტექნიკური დავალებების, სტანდარტებისა და deliverables-ის შესრულების უზრუნველყოფა;
** Engineers Instructions, Variation Orders, RFIs, NCR-ების, Method Statements და სხვა კონტრაქტული დოკუმენტების მართვა;
** სამშენებლო პროცესის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ IFC ნახაზებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ობიექტზე ვიზიტების დაგეგმვა, ინსპექციების ჩატარება და ხარისხის კონტროლი;
** კონტრაქტორისა და კონსულტანტების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის გადამოწმება, დამტკიცება და არქივირება;
** პროექტის დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** Shop Drawings, Material Submittals, As-Built Drawings და სხვა ძირითადი დოკუმენტების დამუშავება და კონტროლი;
** ფაილ სერვერის სტრუქტურის შექმნა, მართვა და განახლება, როგორც შიდა დოკუმენტაციის ინსტრუმენტი;
** სამშენებლო პროგრესის, ხარჯების და რისკების რეგულარული მონიტორინგი;
** თვის პროგრესის ანგარიშგების მომზადება;
** პროექტის ბიუჯეტთან, გრაფიკთან და ხარისხთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ცვლილებების, რისკების და შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების ინიცირება;
** შიდა გუნდის (PM Assistant, Document Control, Coordinators) კოორდინაცია და საქმიანობის ზედამხედველობა;
** შიდა პროცესების სტანდარტიზაცია და პროექტის მენეჯმენტის პროცედურების დანერგვა;
** პროექტის ფაზების თანმიმდევრობის და deliverables-ის სისტემური კონტროლი;
** ბრენდის მოთხოვნებთან, დიზაინის ხედვასთან და დამკვეთის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის დასრულების ფაზის (Pre-opening / Handover) კოორდინაცია და დოკუმენტაციის დახურვა;
** დამკვეთის ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე ტექნიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით;
** ხარისხის ინსპექციებში მონაწილეობა და კომპანიის სახელით გადაწყვეტილებების მიღება;
** პროექტთან დაკავშირებული ყველა მხარის ინფორმირება ცვლილებებისა და პროგრესის შესახებ;
** პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა და ეფექტურობის ამაღლების ინიციატივების შემოტანა;
** კომპანიის შიდა ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის სისტემების დახვეწა პროექტის მართვის მიმართულებით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის, პროექტების მართვის მიმართულებით;
** პროექტების მართვის სფეროში მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება, სასურველია დამკვეთის (Client-side) წარმომადგენლის როლში;
** სრული პროექტის ციკლის (Pre-Construction, Construction, Handover) მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** საერთაშორისო სამშენებლო კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის (FIDIC ჩაითვლება უპირატესობად) ცოდნა;
** Engineers Instructions (EI), Variation Orders (VO), RFIs, NCRs, Method Statements, Shop Drawings, Material Submittals, As-Built Drawings და სხვა სამშენებლო დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
** IFC ნახაზების, სამშენებლო სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** პროექტის ბიუჯეტის, გრაფიკისა და რისკების მართვის გამოცდილება;
** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების, კონსულტანტებისა და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება;
** პროექტის დოკუმენტბრუნვისა და Document Control სისტემების მართვის გამოცდილება;
** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Project-ის ან Primavera P6-ის ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა (ნახაზების წაკითხვის დონეზე მაინც);
** დოკუმენტების მართვის პლატფორმებთან (SharePoint, Aconex, Procore, Autodesk Construction Cloud ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია);
** PMP, PRINCE2 ან სხვა საერთაშორისო პროექტების მართვის სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** გუნდის მართვის, მოტივაციისა და კოორდინაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, Cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@redix.ge არაუგვიანეს 5 აგვისტოსი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე