თუ მოგწონს სტუმრებთან ურთიერთობა, ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი - ჩვენ გელით ჩვენს პატარა, მყუდრო სასტუმროში ყაზბეგში!
პოზიცია: ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: სტეფანწმინდა/ყაზბეგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ;
** კომუნიკაცია სტუმრებთან - პირისპირ, ტელეფონით და ელფოსტით;
** გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
რას გთავაზობთ ჩვენ:
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** კვება;
** სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
** შესაძლებლობა განვითარდე ტურიზმის სფეროში.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე Info@1740.ge
ან დაგვიკავშირდი ტელეფონით +995 591 62 62 22.
|