Робота для біженців з України
სატვირთოს მძღოლი, მობილური ამწის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთოს მძღოლი, მობილური ამწის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეც ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში შემდეგ პოზიციებზე:

1. სატვირთოს მძღოლი (C) კატეგორია

სამუშაო ადგილი: მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის ქუჩა

2. მობილური ამწის ოპერატორი (S) კატეგორია

სამუშაო ადგილი: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სატვირთო ავტომანქანით ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირება
** მობილური ამწით შესაბამისი საქმის შესრულება;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმირება მოსალოდნელი რისკების შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცილება;
** საშუალო განათლება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** სახელფასო დანამატი/ბონუსი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 27 25 90.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე