Робота для біженців з України
ღამის ცვლის აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის აუდიტორი
მომწოდებელი: ibis Tbilisi City
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
"ACCOR ჯგუფის" წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის აუდიტორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები

** სამუშაო ადგილი: "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქ. №1, თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ღამის ცვლები.

რას გააკეთებ?

ღამის ცვლის აუდიტორის (Night Auditor) მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება (Check-in / Check-out);
** ჯავშნებისა და სტუმრების მონაცემების სისტემაში ზუსტი მართვა Opera Cloud-ში;
** ნომრების ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მონიტორინგი;
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ყოველდღიური Night Audit-ის შესრულება და ფინანსური ანგარიშების დახურვა;სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
** დილით საუზმის გაშლისა და სტუმრების მისაღებად სივრცის მომზადების უზრუნველყოფა.

რას ვითხოვთ?

ძირითადი მოთხოვნები:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** Opera Cloud-ის ცოდნა

უნარები:

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

რას გთავაზობთ?

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლებები მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებსა და რესტორნებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთ ხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე