შპს "თბილისი პარკი" (მთაწმინდის პარკი) აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: ყოველ დღე 09:30-დან 18:00.
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსები და პრემიუმ დაზღვევა.
ჩვენი მხრიდან, სტაბილური თანამშრომლობა და მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია, უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრო-ენერგეტიკის მიმართულებით.
** სასურველია ასევე ატრაქციონების, ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** ამ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
** ელექტრო სქემების კითხვა და პრაქტიკული ცოდნა.
** მაღალი ძაბვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო მოვალეობები:
** ელექტრო სისტემების დიაგნოსტიკა და გაუმართაობის დროულად აღმოფხვრა.
** ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება.
მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის პირობებს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ ელმისამართზე: HumanResources@park.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებას!
|