"Mako`s flower shop" ეძებს კრეატიულ, პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ფლორისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
მოვალეობები:
** ყვავილების თაიგულებისა და კომპოზიციების შექმნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია და შეკვეთების მიღება;
** ვიტრინებისა და მაღაზიის ესთეტიკური გაფორმება;
** ყვავილების მოვლა და ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფლორისტად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** შემოქმედებითი ხედვა და გემოვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე 597-113-380 (მაკა)
|