Робота для біженців з України
ადმინისტრაციული პერსონალი - ბოლნისი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული პერსონალი
მომწოდებელი: გეოგლობალ აკადემია
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

ადმინისტრაციული პერსონალი

1. სტუდენტების მხარდაჭერისა და პროფორიენტაციის მთავარი სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი დავით აღმაშენებლის № 17

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი /პროფესიული განათლება განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის, ორგანიზებისა და სტუდენტებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. სოციალური მედიის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: ქ. ბოლნისი, დავით აღმაშენებლის№ 17

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია სოციალური მედიის მართვის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების სფეროში არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ოფიციალური ვებგვერდის; Facebook-ის, Instagram-ის, და TikTok-ის პლატფორმების ეფექტურად მართვის უნარი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ქართული ენის გამართული წერითი და ზეპირი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კრეატიულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

3. ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი (საქმისწარმოების მიმართულებით)

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის №80

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** საქმისწარმოების წესებისა და დოკუმენტბრუნვის ცოდნა (სასურველია);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

4. მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის №80

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/პროფესიული განათლება;
** სასურველია HR-ის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

5. არქივარიუსი

სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის №80

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია არქივის, საქმისწარმოების ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და არქივის წარმოების უნარი;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დასაქმების მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ:

** CV (რეზიუმე);
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის/სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტები გამოგზავნეთ ელფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com

სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ: პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი (მაგ.: "ფარმაციის მასწავლებელი - მარნეული" ან ბოლნისი").

საკონტაქტო ტელეფონი: 571 10 25 68

გისურვებთ წარმატებას!

შპს "გეოგლობალ აკადემია" მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე