"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.
"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მძღოლის პოზიციაზე სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
სამუშაო საათები: 24-საათიანი ცვლა ყოველ მესამე დღეს
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მგზავრების ტრანსპორტირება ავტობუსით;
** საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის ტრანსპორტიება მიკროავტობუსით;
** კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა ბაქნის ტერიტორიაზე;
** ტვირთის ტრანსპორტირება;
** სპეცტექნიკის მართვა საოპერაციო მოთხოვნების შესაბამისად;
** რეისის მომსახურებაში მონაწილეობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მართვის მოწმობის მოქმედი კატეგორიის B და C ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@ahgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|