Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: IPS Facade
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.

"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა
** სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი;
** შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა
** ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსები (საშუალო ხელფასი 4000-5000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00

თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე:
https://forms.gle/qhraDaemYKyUA58B9
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე