Робота для біженців з України
გაყიდვების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

"AACC" უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორაციული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორაციული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/

Startup კომპანიისთვის, რომელიც Household და FMCG სექტორში ახალ Retail ქსელს ავითარებს, ვეძებთ Retail Sales Director-ს.

ვეძებთ გამოცდილ კომერციულ ლიდერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახალი საცალო ქსელის ჩამოყალიბებაში, გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრაში, ქსელის განვითარების პროცესსა და კომერციული შედეგების მართვაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები

** Retail Startup პროექტის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პროცესების მართვა და კოორდინაცია;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, პირველადი კომუნიკაციის დამყარება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** საბითუმო ბაზრობების, სავაჭრო ცენტრებისა და მომწოდებლების რეგულარული მოძიება საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში - საზღვარგარეთ;
** პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა, ფასების კვლევა და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებლებთან;
** ფასებზე, ფასდაკლებებსა და მიწოდების პირობებზე ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ახალი ბრენდებისა და პროდუქციის მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
** პროდუქციის შესყიდვის, მიწოდებისა და მარაგების პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
** საწყობის, ლოგისტიკის, მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის პროდუქციის შერჩევის, მომარაგებისა და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია;
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
** პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში მონაწილეობა საქართველოში და საზღვარგარეთ.

განიხილება კანდიდატები, რომლებიც ფლობენ

** Retail გაყიდვების მართვის მენეჯერულ გამოცდილებას;
** Household, FMCG, Non-Food/Food Retail ან სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პარტნიორობის განვითარების პრაქტიკულ გამოცდილებას;
** გაყიდვების დაგეგმვის, KPI-ებისა და ბიზნეს ანალიტიკის გამოცდილებას;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნას;
** მზადყოფნას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ მივლინებებისთვის.

სხვა სექტორების კანდიდატები არ განიხილებიან. პრიორიტეტულად განიხილება გამოცდილება Household, FMCG, Non-Food / Food Retail ან სადისტრიბუციო კომპანიებში.

კომპანია გთავაზობთ

** შესაძლებლობას, გახდეთ ახალი Retail ქსელის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი;
** შესაძლებლობას, რომ უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ბიზნესის ზრდისა და კომერციული მიმართულების ჩამოყალიბებაში;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი გუნდის განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას - კანდიდატის სახელფასო მოლოდინს განვიხილავთ ინდივიდუალურად; პოზიციის ბიუჯეტი არის მოლაპარაკებადი და დამოკიდებულია გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.

რეზიუმეების წარდგენის დედლაინი: 30 ივლისი, 2026.

ანაზღაურება და პირობები: სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, შეთანხმდება კანდიდატთან პირველივე სატელეფონო გასაუბრების ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://shorturl.at/oJ4gl
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე