"ჯორჯიან სივილ ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე ანგარიშზეა 400 000 მ2-ზე მეტი სამშენებლო მოცულობის განხორციელებული პროექტები.
პოზიცია: შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და შეთანხმების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის მენეჯერებისგან მასალების მოთხოვნის მიღება, დამუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა.
** მცირე და გადაუდებელი შესყიდვების დამოუკიდებლად განხორციელება (ლოკალური ბაზრობებიდან, სპეციალიზებული მაღაზიებიდან).
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი საუკეთესო ფასის, ხარისხისა და მიწოდების პირობების მისაღებად.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასდაკლებებისა და ხელსაყრელი პირობების მოპოვება.
** საკუთარი ან კომპანიის ავტომანქანით მუდმივი გადაადგილება შესყიდვის წერტილებსა და კომპანიის აქტიურ სამშენებლო ობიექტებს შორის.
** შეკვეთილი მასალების, ხელსაწყოებისა თუ მცირე ინვენტარის უსაფრთხო ტრანსპორტირება და ობიექტებზე დროული მიწოდება.
** ობიექტზე მასალების ჩაბარება-მიღების პროცესის კონტროლი (ობიექტზე პასუხისმგებელ პირთან ერთად).
** შესყიდული საქონლის პირველადი ფინანსური საბუთების (ინვოისები, ზედნადებები, ჩეკები) შეგროვება, მოწესრიგება და ბუღალტერიისთვის დროულად გადაცემა.
** გაცემული სამუშაო ავანსების დეტალური და ზუსტი ანგარიშსწორება.
** მიწოდებული მასალების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება პირველად შეკვეთასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის აქტიური, უსაფრთხო გამოცდილება თბილისსა და მის შემოგარენში სამშენებლო მასალების ძირითადი სავაჭრო წერტილების (მაგ. ელიავა, დომინო, გორგია და სხვა სპეციალიზებული მომწოდებლები) კარგი ცოდნა.
** სამშენებლო/სარემონტო მასალებისა და ხელსაწყოების საბაზისო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით).
** საოფისე პროგრამების (MS Excel, ელფოსტა) ელემენტარულ დონეზე ფლობა რეპორტინგისთვის.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: careers@gecc.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|