მოგესალმებით, კომპანია "რთველისი" არის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მწარმობელი კომპანია.
კომპანიას აქვს ვაკანსია მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
** 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 8 საათი; 1 საათი შესვენება; დასვენება კვირაში 2 დღე (შაბათი/კვირა).
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** უფასო სამგზავრო ბარათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
** ფიტპასი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს აღწერილობა:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე ფასების და სააქციო ფასმაჩვენებლების განთავსება
** სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუდური მუშაობის უნარი
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV კომპანიის ელფოსტაზე: info@rtvelisi.com, მიუთითეთ აუცილებლად სათაურის ველში, პოზიციის დასახელება (მერჩენდაიზერი).
|