საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია, შპს "სენდო", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: 1000-1300 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.sendo.ge
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** შეკვეთების მიღება, გაფორმება და მათი შესრულების მონიტორინგი.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც:
** არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** ფლობს ანალიტიკური აზროვნების უნარს;
** აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი;
** არის კომუნიკაბელური;
** აქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** არის პუნქტუალური;
** აქვს გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@sendo.ge.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს/CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "სენდოს" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
|