ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ხარჯთაღმრიცხველს და მისი ფუნქციები იქნება:
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** შედარება კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან;
** პროექტის განხორციელების საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა და აღრიცხვა;
** ხარჯების აღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება;
** ფორმა N2 - ების კონტროლი და დადასტურება;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯების აღრიცხვასთან შედარება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** ხარჯების აღრიცხვისა და შესრულებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია - უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|