შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 8000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიწისა და უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება კომპეტენციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის დოკუმენტების დაცვისა და შესრულების კონტროლი;
** დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ კომპანიის დირექტორის ან კურატორი მოადგილისადმი წინადადებების წარდგენა;
** მიწის ნაკვეთებთან, უძრავ ქონებასთან და ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კოორდინაცია;
** უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული შესაბამისი ნებართვების მიღების პროცესში მონაწილეობა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისთვის წარდგენა;
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ერთიანი ბაზის წარმოება და სრულყოფა, აგრეთვე მათი მოქმედების ვადების კონტროლი;
** კომპანიის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში არსებული უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის ეტაპობრივი შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა კომპეტენციის ფარგლებში;
** მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის, დაზუსტების, გამიჯვნის, გაერთიანების, საკუთრების უფლების აღიარებისა და სხვა სარეგისტრაციო პროცედურების სამართლებრივი უზრუნველყოფა და წარმართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მიწისა და უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშირებული აუქციონის პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
** დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი შესყიდვების განხორციელების მიზნით ტექნიკური დავალებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა;
** კომპანიის ქონების რეგისტრაციასთან, პრივატიზაციასთან, იჯარასთან და სხვა სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ანგარიშების, ანოტაციების, საინფორმაციო მასალებისა და პრეზენტაციების მომზადება საჭიროების შემთხვევაში.
** დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხის მომზადების უზრუნველყოფა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - იურისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** უძრავი ქონებისა და მიწის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა;
** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 2 აგვისტოსა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
|