Робота для біженців з України
სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 6000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება კომპეტენციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის თანამშრომელთა დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის დოკუმენტების დაცვისა და შესრულების კონტროლი;
** სამსახურის თანამშრომელთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ დეპარტამენტის უფროსის ან კურატორი მოადგილისადმი წინადადებების წარდგენა;
** კომპანიაში მოქმედი რეგულაციების/წესების (შინაგანაწესი, დებულება, ეთიკის კოდექსი და სხვა) შემუშავება კომპანიის სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
** კომპანიაში არსებული მუდმივმოქმედი ან/და დროებითი კომისიების შექმნასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ კომისიებში სამსახურის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადება და მათი უფლებამოსილ პირებთან წარდგენა ინიცირებისთვის;
** კომპანიის საწესდებო კაპიტალთან და კორპორაციული მართვის საკითხებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების წარმართვა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ზოგად სამართლებრივ საკითხებზე დასკვნების, განმარტებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის ზოგადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** სამსახურის თანამშრომელთა მიერ მომზადებული კორესპონდენციის ვიზირება;
** კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხის მომზადების უზრუნველყოფა და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში დირექტორისა და კურატორი მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - იურისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კორპორაციული ან საჯარო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა;
** სავალდებულოა საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 26 ივლისისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე