Робота для біженців з України
ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: (40 საათი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

მოვალეობები:

** საინჟინრო პროექტების, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** პროექტების რევიზია, ტექნიკური შეუსაბამობებისა და გაურკვევლობების იდენტიფიცირება;
** მასალების, მოწყობილობებისა და სამუშაო მოცულობების ამოკრება;
** BOQ-ისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება, გადამოწმება და განახლება;
** შესყიდვების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების შედგენა;
** მომწოდებლებისგან მიღებული კომერციული და ტექნიკური წინადადებების შედარება და შეფასება;
** ალტერნატიული მასალებისა და მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის ანალიზი;
** ფასებისა და ტექნიკური მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში ასახვა;
** სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** უსაფრთხოების შიდა რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
** საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება MEP-ში ან სამშენებლო-საინჟინრო სფეროში;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში;
** ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@anagi.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური სამსახურის ინჟინერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 აგვისტო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე