"სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის (სეზონური) პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა - 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი განათლება;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების წარმართვა;
** დღის განმავლობაში რეალიზაციის შედეგად დაგროვილი თანხის შეტანა შესაბამის სახაზინო კოდზე;
** ბილეთების რეალიზაცია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სტატისტიკის წარმოება და ანგარიშგება;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში არაუმეტეს 40 საათს, ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: დღეში 75 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N3
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com
|