Робота для біженців з України
მექანიკოსი/ამწყობი-ზეინკალი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი/ამწყობი-ზეინკალი
მომწოდებელი: დეკა ჯი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის/ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტების გაწმენდა, გაცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება.
** აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით (ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა; ხრახნიანი, შემდუღებლო, სარჩილავი და სამანჭვლე შეერთებების აწყობა).
** კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო მოწყობილობების (ჩარხების, პრესების, კონვეიერების), ლითონის კონსტრუქციების (კოჭების, კარკასების, რეზერვუარების), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად.
** ტექნიკური მომსახურება და რემონტი (გაშვება-გამართვის შემდეგ): მოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, ცვეთადი ელემენტების შეცვლა, დიაგნოსტიკა და მიმდინარე გაუმართაობების დროული აღმოფხვრა.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების კითხვისა და გაგების უნარი.
** ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ხრახნდამჭერი/"შურუპავერტი", კუთხსახეხი/"ბალგარკა", ქანჩსახრახნი/"გაიკავერტი").
** ლითონის ზეინკლური დამუშავების უნარები: ჭრა, ბურღვა, გაწმენდა, ღუნვა.
** ზუსტი საზომი ინსტრუმენტების ფლობა (შტანგენცირკული, მიკრომეტრი, თარაზო, საზომი ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი.

სასურველია (ჩაითვლება უპირატესობად):

** CAD (САПР) სისტემებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება.
** ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად.
** შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი.
** საბაზისო ცოდნა და კომპეტენცია ელექტროენერგეტიკაში.

რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvii.gsolar@gmail.com, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე