Робота для біженців з України
ქსელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას - ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე
პოზიციის მიმოხილვა:

გაყიდვების ქსელის მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის ფილიალების ეფექტიან მართვას, თანამშრომლების როტაციისა და განაწილების კოორდინაციას, ოპერაციების კონტროლს და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებას.

მოვალეობები:

** კომპანიის ფილიალებში სისტემატიური ვიზიტები
** მივლინება რეგიონებში
** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა
** ფილიალების ვიდეო მონიტორინგი
** დრესკოდის მონიტორინგი
** ყოველკვირეული განრიგის გაწერა თანამშრომლების /ფილიალების მიხედვით
** შვებულებების უქმეების დადასტურება ქსელში/მათი ძალების სწორი გადანაწილება, აქციის დღეებში რესურსის სრული მობილიზება.
** თანამშრომლების როტაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა
** მომხმარებლის ბაზების მართვა
** თანამშრომლებისთვის წამახალისებელი, სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმა
** ფილიალთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა საკითხების ოპერატიული მოგვარება
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანალიტიკის ჩატარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გუნდის მართვის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ოპტიკოსის პროფესიის დაუფლებას
** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას

ანაზღაურება:

** სამთიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, 1-3 თვე ფიქსირებული 2000 ლარი (gross)
** მეოთხე თვიდან ფიქსირებული 2800 ლარი (gross)
** ბონუსი (საქმის სპეციფიკის შესწავლის და სამუშაო პროცესში დამოუკიდებლად და სრულად ჩართვისთანავე)

კომპანია "ოპტიმისტის" მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@optimist.ge გთხოვთ, Subject ველში აუცილებლად მიუთუთოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის მენეჯერი".

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე