Робота для біженців з України
კონსულტანტი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: კორომი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შპს "კორომი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის 140.

ანაზღაურება (ფიქსირებული + ბონუსი):

** გამოუცდელი კადრი: 1 სამუშაო დღის ანაზღაურება 27, 00 ლარი; 800 - 1000 ლარი (ადგილზე უფასო შესწავლით).
** გამოცდილი კადრი: 1 სამუშაო დღის ანაზღაურება 45, 00 ლარი 1200+ ლარიდან (ინდივიდუალური შემოთავაზება გამოცდილების მიხედვით).

რას გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 19:00 სთ
** კარიერული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო და მუდმივი მხარდაჭერა.
** დღიური შესვენება 1 საათით+კვება
** დასვენების დღეები, ელასტიური გრაფიკი, გუნდის წევრებთან შეთანხმებით
** სალარო ოპერაციების, პროდუქციის ნომენკლატურის, გაყიდვების სწავლებას უფასოდ.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და კონსულტაცია.
** პროდუქციის მიღება, დახლზე განლაგება და ფასების კონტროლი.
** სალარო ოპერაციების წარმოება მაღალი ტრაფიკის (რიგების) შემთხვევაში, დამატებით სალაროებთან (უნაღდო ანგარიშსწორება).

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
** არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება, უპირატესობას ვანიჭებთ ადამიანურ უნარ ჩვევებს, გამოცდილებას, სასურველია სომხური ან რუსული ენის საბაზისო ცოდნა.
** მოტივირებული გუნდური მუშაობისთვის, კარიერული ზრდისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: koromiinfo@gmail.com ან დაგვიკავშირდით პირდაპირ ნომერზე: 599471969 - ლაშა ნარიმანაშვილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე